სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში – ბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში – რატის ბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. 30 წლამდე ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

მომხდარის ვერსიად ალკოჰოლური თრობა სახელდება. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. შენობა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

დამნაშავე, სავარაუდოდ, გაქცეულია. პოლიცია ახლა მისი ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობს.

დამატებით დეტალებს “პირველები” ადგილზე არკვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეცდომაა, როცა აგრესორს რაღაცის წართმევის უფლებას აძლევ. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წელს და მანამდეც, საქართველოზე თავდასხმისა და მისი რეგიონების ოკუპაციის დროს