მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. სწორედ, აღნიშნული ელექტროსადგურების განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტზე იმსჯელეს მთავრობის სხდომაზე.
ქარის ელექტროსადგურთა პროექტებიდან ერთი იმერეთის რეგიონში განხორციელდება, რომლის დადგმული, სავარაუდო სიმძლავრე 103,5 მეგავატია, გამომუშავება კი 362 მლნ კვტ საათს მიაღწევს. პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 130 მლნ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ქარის მეორე ელექტროსადგურს, რომლის აშენებაც შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მისი დადგმული სიმძლავრე − 43,4 მგვტ, გამომუშავება − 148 მლნ კვტ სთ, ხოლო ინვესტიციის რაოდენობა 25,25 მლნ დოლარია. გარდა ამისა, 4,797 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7,8 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომლის სავარაუდო გამომუშავებაც 10,295 მლნ კვტ სთ იქნება.
„ამ ეტაპზე სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და კვლევების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან