უკრაინის იუსტიციის სამინისტრო – უნგრეთმა გადადო უკრაინასთან ეროვნული უმცირესობების შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებასთანაა დაკავშირებული

უნგრულმა მხარემ უკრაინასთან ეროვნული უმცირესობების საკითხზე დაგეგმილი მოლაპარაკებები გადადო, – ინფორმაციას უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„ადრე ბუდაპეშტში მხარეები შეთანხმდნენ ექსპერტთა ჯგუფების მუშაობაზე, რათა განიხილონ უნგრეთის 11 რეკომენდაცია. უკრაინის დელეგაცია პირველ შუალედურ შედეგებს უკვე 12 მაისს ელოდა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, კონსულტაციები უჟგოროდში უნდა გამართულიყო, სადაც უკრაინის დელეგაცია უკვე ჩავიდა. ჯერ არ გამოცხადებულა, როდის უნდა გაიმართოს გადადებული შეხვედრა.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია სხვა მოლაპარაკებების კონტექსტში – უკრაინის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. უნგრეთს უკრაინასთან ბევრი მოთხოვნა აქვს. კერძოდ, მათი მხარე მოითხოვს უნგრული ენის თავისუფალი გამოყენებისა და რეგიონულ და ეროვნულ დონეზე პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლების გარანტირებული უფლებების აღდგენას.
არსებულ სიტუაციას ევროინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი ოლგა სტეფანიშინა. მან ხაზი გაუსვა, რომ „დიალოგი უნდა გაგრძელდეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე