“ოცნების” გამოგდებული ჭორი – იაგო ხვიჩია ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას “გირჩის” ლიდერი “ოცნების” გამოგდებული ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ჭორი თავად მმართველი პარტიისთისაც კი მოსაწონი ჭორია.
ხვიჩიას თქმით, ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება იმას შეცლის, რომ ადამიანებს მინიმუმ მისი “ნახვის ბედნიერება ექნებოდათ”.
მგონია, რომ ეს არის თვითონ “ქართული ოცნების” გამოგდებული ჭორები, რომ ამ ახალ წელს ამ ჭორით გადაატარონ და რამე სხვა არ მოიფიქრონ ისეთი, რომელიც არ იყოს მთლად მოსაწონი ჭორი, ამიტომ ის ჭორი, რომ ბრუნდება, “ოცნებისთვისაც” მოსაწონი ჭორია და “ნაცმოძრაობაც” დიდი სიამოვნებით ილაპარაკებს ამაზე, ამიტომ მგონია, რომ ჩვეულებრივი ჭორია. მე მგონია, რომ ახლაც არის პოლიტიკაში, ამიტომ გააჩნია მის თამი რას შეცვლის. ოფიციალურად მინიმუმ ის, რომ ადამიანებს მისი ნახვის ბედნიერება ექნებოდათ”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.