პუტინის შეთავაზებაზე – პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები

საფრანგეთის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
„პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია. უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ პუტინი „გამოსავალს ეძებს, მაგრამ მაინც დროის მოგება სურს“.
შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს