„საბაჟო კონფლიქტის ესკალაცია კარგი იდეა არ არის“ – ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპს სავაჭრო ომის შეწყვეტა მოუწოდა

მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, შეწყვიტოს სავაჭრო ომი.
მერცი იმედოვნებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირი და შეძლებენ სავაჭრო შეთანხმებას.
გერმანიის კანცლერის რანგში ბრიუსელში პირველი ვიზიტის დროს მერცმა ტრამპს უთხრა, რომ „საბაჟო კონფლიქტის ესკალაცია კარგი იდეა არ არის“.
„საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ყველასთვის ყველაფრის ნულამდე შემცირება. სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში, იმედი მაქვს, მიმდინარე ტარიფების შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.