10 მაისს საბჭოთა კოსმოსური აპარატი Kosmos 482 ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა

10 მაისს საბჭოთა კოსმოსური აპარატი Kosmos 482 ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა.

ს კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, აპარატი ინდოეთის ოკეანეში ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის დასავლეთით ჩამოვარდა. რაიმე სახის დაზიანების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საბჭოთა კავშირმა Kosmos 482-ის სახელით ცნობილი აპარატი კოსმოსში 1972 წელს ვენერას მისიების ფარგლებში გაუშვა, თუმცაღა აპარატი გაუმართაობის გამო დედამიწის ორბიტას ვერ გასცდა.

აპარატს შემდეგი ათწლეულის განმავლობაში უდიდესი ნაწილი ჩამოსცილდა, ხოლო თავად კაფსულა – დაახლოებით 1 მეტრის დიამეტრის მქონე სფერული ობიექტი – ამ დროის განმავლობაში დედამიწის გარშემო მეტად ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობდა, ხოლო მისი დაშორება დედამიწის ზედაპირიდან თანდათანობით მცირდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ