მზად ვართ, რუსეთს დავუწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.
მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.
„ახლა ბურთი ს მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, ტელეფონით ისაუბრეს ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის საკითხზე.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი , გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში იმყოფებიან. კიევში ვიზიტის ფარგლებში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, ხოლო შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან, სთან ერთად -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
“მაკრონი, მერცი, სტარმერი და ტუსკი კიევში მშვიდობის საკითხის განხილვას აპირებდნენ, ნაცვლად ამისა, რუსეთს ემუქრებიან – ეს სამშვიდობო გეგმები უკან გაიკეთეთ”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ში გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ვიზიტს.