კიევში შეკრებილი ლიდერები ტრამპს ტელეფონით ესაუბრნენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა X-ზე გაავრცელა ინფორმაცია კიევში შეკრებილი ევროპელი ლიდერებისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ს სატელეფონო საუბრის შესახებ. სიბიჰას ცნობით, მათ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.
და მისი მოკავშირეები ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არიან, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში, რომლის დაწყებაც ორშაბათიდანვე შესაძლებელია“, – წერს ანდრეი სიბიგა.
მისივე თქმით, „თუ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება და შეთანხმების ეფექტური მონიტორინგი უზრუნველყოფილი იქნება, მაშინ ამან შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი მოამზადოს“.
ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მოლაპარაკებების პასუხად რუსეთი ითხოვს ამ შემთხვევაში უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებაც შეწყდეს; ამერიკის საელჩო უკრაინაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელად მასშტაბურ თავდასხმებზე აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი როგორც უკრაინას, ისე რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – უახლოეს პერიოდში, პრემიერი უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით კონცეფციას წარადგენს, რომელიც სისტემას იმ უნარების განვითარებაზე გადაიყვანს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებითაა განპირობებული

დიმიტრი მედვედევი – დღეს რაც ხდება, მარიონეტული ომია, მაგრამ არსებითად ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, სანქციების პაკეტებით და ჩვენ მათ პასუხი გავცეთ – დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები კი სრული სისულელეა