საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებული ვენერას კვლევითი აპარატი ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა

საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებული ვენერას კვლევითი აპარატი ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა
როსკოსმოსის ცნობით, 1972 წელს გაშვებული საბჭოთა კოსმოსური ხომალდი „კოსმოს-482“ ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა.
ის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში 09:24 საათზე, შუა ანდამანის კუნძულიდან დასავლეთით 560 კმ-ში შევიდა და ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას დასავლეთით ოკეანეში ჩავარდა.
კოსმოსური ხომალდი 1972 წელს გაუშვეს ვენერას შესასწავლად, მაგრამ გამაძლიერებლის გაუმართაობის გამო, ის დედამიწის გარშემო მაღალ ელიფსურ ორბიტაზე დარჩა და თანდათანობით პლანეტას უახლოვდებოდა.
„კოსმოს 482“ საბჭოთა კავშირმა „მოლნია-M“-ის გამშვები აპარატის გამოყენებით ვენერას შესწავლის პროგრამის ფარგლებში გაუშვეს.
მოწყობილობა პრაქტიკულად იდენტური იყო Venera-8 სადგურისა და განკუთვნილი იყო პლანეტის ატმოსფეროსა და ზედაპირის შესასწავლად. გაშვების შემდეგ, მოწყობილობა რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ზონდის ძირითადი ნაწილი ატმოსფეროში 1981 წელს დაიწვა, თუმცა დაშვების აპარატი ორბიტაზე დარჩა და დედამიწის გარშემო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნავდა.
2025 წლის გაზაფხულზე, Cosmos-482-ის დაშვების მოდულმა დაშვება დაიწყო.