“საუკეთესო, ვისაც კი ეს ოდესმე გაუკეთებია” – გვარდიოლას ქალიშვილი მამაზე

მანჩესტერ “სიტის” მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას ქალიშვილი მარია “ქალაქელების” მიერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მამამისი მსოფლიოს საუკეთესო მენეჯერად სცნო.
ის იედაში გამართული ფინალის შემდეგ, სადაც “სიტიმ” “ფლუმინენსე” 4:0 დაამარცხა, მოედანზე ჩავიდა და პეპთან ფოტო გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა:
“საუკეთესო ვისაც კი ეს ოდესმე გაუკეთებია”, – დაპოსტა მარია გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებმა 2023 წელს პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასიც მოიგეს
გვარდიოლას “სიტის” დამრიგებლის რანგში 16, ჯამში კი 36 ტიტული მოუგროვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში