დიმიტრი პესკოვი – ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში სთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს

ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში სთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ იარაღის მარაგთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიურად შედის -დან და ევროპის ქვეყნებიდან? წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უპირატესობას მოიტანს. გააგრძელებს სრულ მობილიზაციას და ფრონტის ხაზზე ახალ ჯარებს გადაიყვანს. რატომ უნდა მივცეთ მსგავსი უპირატესობა ს?“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ს პრეზიდენტი, კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ უკრაინა ამისთვის მზად არ არის.
„პრეზიდენტი პუტინი ყველაფერს აკეთებს პრობლემის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის, მაგრამ მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებების არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვართ სამხედრო ოპერაცია გავაგრძელოთ. ისინი მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისთვის მზად არ არიან“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“