ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება – თეთრი სახლი

თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ იგეგმება.
ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა ტრამპისა და პუტინის შეხვედრას მომავალ კვირას, ლევიტმა უპასუხა: „პრეზიდენტმა [ტრამპმა] გუშინ თქვა, რომ ეს არ მოხდება“.
ცნობისთვის, თებერვალში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს, შესაძლოა, საუდის არაბეთში ან გაერთიანებულ არათა საამიროებში შეხვდნენ, სადაც ტრამპი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ჩავლას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ დავითაშვილი: ჩვენ მიჩვეულები ვართ კობახიძის ირონიასა და ცინიზმს, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოსთვის და ქართველი ერისათვის თსუ ნამდვილად არის ჰარვარდი