ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად – ხაზარაძის განცხადებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატები “ლელოს” ყრილობაზე პარტიის დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი ალტერნატივა “ლელოა.”
რომან გოცირიძის შეფასებით, პოლიტიკური მენტალიტეტი არ არის დამოკიდებული იმაზე, ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის.
“პოლიტიკური მენტალიტეტი არ არის დამოკიდებული იმაზე, ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. აქ მთავარია მიდგომები და ღირებულებები. მე მგონია, რომ ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ანა წითლიძის თქმით, მსგავს განცხადებებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ანიჭებს, რადგან პოლიტიკურ პარტიებს მსგავსი პოზიციონირება ახასიათებთ. მისივე თქმით, ამომრჩეველი არჩევნებზე გასცემს პასუხს ყველას – თუ ვინ არის წარსულის პოლიტიკოსი და ვინ მომავლის.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე