“არანაირი თავისუფლება, არანაირი კეთილდღეობა, არანაირი მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს” – სალომე ზურაბიშვილი აქციაზე მივიდა

ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა ევ­რო­პას­თან. არა­ნა­ი­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არა­ნა­ი­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, არა­ნა­ი­რი მშვი­დო­ბა რუ­სეთ­თან ერ­თად არ არ­სე­ბობს, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, გა­მარ­ჯვე­ბა და ევ­რო­პის გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გარ­და­უ­ვა­ლი.

“ყვე­ლა კარ­გად გრძნობს, რომ ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა ევ­რო­პას­თან. არა­ნა­ი­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არა­ნა­ი­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, არა­ნა­ი­რი მშვი­დო­ბა რუ­სეთ­თან ერ­თად არ არ­სე­ბობს. ჩვე­ნი გზა არის იმ­დე­ნად ნა­თე­ლი, რომ ხალ­ხი მო­დის ისე, რომ არა­ვინ არ მო­უ­წო­დებს. ეს ხალ­ხი მო­დის, აქ იდ­გე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა და დაბ­რუ­ნე­ბა ევ­რო­პის გზა­ზე არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გარ­და­უ­ვა­ლი. ამას ვე­რა­ვინ ვერ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 26 მა­ისს და­გეგ­მილ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზეც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ 26 მა­ი­სი არის ის დღე, როცა ყვე­ლა ერ­თად უნდა დავ­დგეთ.

“ეს არის ის დღე, როცა ჩვენ ყვე­ლა უნდა დავ­დგეთ და ვთქვათ, რომ გა­და­ვარ­ჩენთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არას­დრო­საა მო­ცე­მუ­ლი სა­მუ­და­მოდ. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვართ ვალ­დე­ბუ­ლი, რომ ვიდ­გეთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გვერ­დით და მის და­სა­ცა­ვად. 26 მა­ი­სი არის ის დღე, როცა ყვე­ლა ერ­თად უნდა დავ­დგეთ და და­ვა­ნა­ხოთ ერ­თმა­ნეთს, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და მთელ მსოფ­ლი­ოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ყო­ველ­თვის და ყველ­გან და­ი­ცავს“, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.