ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების აუდიო მიმართვები გააჟღერეს

ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების აუდიო მიმართვები გააჟღერეს. აქციაზე გაღჟერდა ირაკლი ქერაშვილის, ვეფხია კასრაძის, ასევე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართვები.
მანამდე, აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებმა დაკავებულების სრული სია წაიკითხეს და თითოეულ მათგანს მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები კი სკანდირებდნენ: „თავისუფლება“.
„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს. „ევროპის მოედნამდე“ მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო “ავლაბრიდან”, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპისგან წერილი მიიღო, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტი პრეტენზიას გამოხატავდა იმის გამო, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ვერ მიიღო

დავით ნიკურაძე: როგორც ჩანს, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია, როგორ მუშაობს პროპაგანდა მასების ტვინების გამოსარეცხად. პროპაგანდა არ არის ერთჯერადი აქტი. ის ხანგრძლივი, სისტემური და ფსიქოლოგიურად გათვლილი პროცესია და …