„საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ყველასთვის ყველაფრის ნულამდე შემცირება“ – მედიის ინფორმაციით, ფრიდრიხ მერცმა ტრამპს მოუწოდა, შეწყვიტოს სავაჭრო ომი

მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, შეწყვიტოს სავაჭრო ომი.
როგორც გერმანიის კანცლერის რანგში ბრიუსელში პირველი ვიზიტის დროს მერცმა განაცხადა, ტრამპს უთხრა, რომ „საბაჟო კონფლიქტის ესკალაცია კარგი იდეა არ არის“.
„საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ყველასთვის ყველაფრის ნულამდე შემცირება. სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში, იმედი მაქვს, მიმდინარე ტარიფების შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ამასთან, ფრიდრიხ მერცი იმედოვნებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირი და შეძლებენ სავაჭრო შეთანხმებას.
1tv.ge