„ძალა ერთობაშია, „ძალა ევროპაშია“ – ამ ლოზუნგით მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

„ძალა ერთობაშია, „ძალა ევროპაშია“ – ამ ლოზუნგით მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიძრა.
ისინი აღნიშნული ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. მსვლელობა-მარშში ასევე მონაწილეობენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრები და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები.
აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლი. მათ დაკავებულთა ფოტოსურათები უჭირავთ წარწერით – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მსვლელობის მონაწილეები პერიოდულად სკანდირებენ – „ცეცხლი ოლიგარქიას“.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება