მამუკა ხაზარაძე – ჩვენმა ქვეყანამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, ეს ევროპული არჩევანია, რომელიც ეროვნულ არჩევანს ნიშნავს

ჩვენმა ქვეყანამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, ეს ევროპული არჩევანია, რომელიც ეროვნულ არჩევანს ნიშნავს, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს იდეისა და გადაწყვეტილებების გარშემო გაერთიანება სჭირდება.
„ქვეყანას იდეის გარშემო გაერთიანება და გადაწყვეტილების გარშემო გაერთიანება სჭირდება. ჩვენმა ქვეყანამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, ეს ევროპული არჩევანია, რომელიც ეროვნულ არჩევანს ნიშნავს. რატომ ევროპა? რადგან ალტერნატივა , ირანი და ჩინეთია. მინდა ასევე პოლიტპატიმრებს შევეხმიანო და მხნეობა ვუსურვო მათ, გამძლეობისა და გმირობისთვის, რომელსაც ისინი თავისუფლების გამო იხდიან.
დღეს ქვეყანას ერთიანობა სჭირდება, გაერთიანება და ჩვენ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ინფორმაციისთვის, მარჯანიშვილის მოედანზე, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები, წევრები და მოქალაქეები იკრიბებიან ევროპის დღესთან დაკავშირებით. ისინი ევროპის მოედნამდე მსვლელობით გადაინაცვლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას