ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლვოვში იმყოფებიან

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპის დღეს უკრაინის ქალაქ ლვოვში აღნიშნავენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლვოვში ორ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.
მისი თქმით, ლვოვში ევროპის დღეს სიამოვნებით მასპინძლობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.
სიბიგას ინფორმაციით, მინისტრების ვიზიტი ლიჩაკივის სასაფლაოდან დაიწყო, სადაც პატივი მიაგეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული უკრაინელი გმირების ხსოვნას.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ანდრეი სიბიგას, კაია კალასსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შორის, რომელზედაც განიხილეს უკრაინის გაძლიერების, რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის მიზნით ერთობლივი შემდგომი ძალისხმევა.
სიბიგას განცხადებით, დღის წესრიგში შემდეგი ორი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიების სპეციალური ტრიბუნალის საკითხებზე ძირითადი ჯგუფის შეხვედრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ