საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი , პრემიერ-მინისტრ სთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ სთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იმყოფებოდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
პრეზიდენტმა “კიკვიძის პარკში” არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“ 9 მაისი არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ფაშიზმზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაწერა! ამ ისტორიის შექმნაში კი ქართველებს დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი.
დიდ პატივისცემას ვუდასტურებ ჩვენს გმირ ვეტერანებს და ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული თანამემამულეების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაიშურეს თავისუფლებისა და მშვიდობისათვის.” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა.
Next: ევროპის პოლიტიკურ სამიტზე მიწვევა მივიღე, დაგეგმილია ვიზიტი, ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება, ვისაც ექნება საუბრის სურვილი, ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველასთან, ეს არის ჩემი ევროპული დამოკიდებულება

ასევე დაგაინტერესებთ

სწავლის გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების ხარისხს და უზრუნველყოფს, რომ ყველა სტუდენტს სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, მიუხედავად ოჯახის ფინანსური მდგომარეობისა

არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები – ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში