პაატა სალია „MEGOBARI აქტით“ დასასანქცირებელთა სიაში მის მოხვედრაზე – ძალიან მაინტერესებს, რა საფუძველი ჰქონდა ჯო უილსონს? წარმოუდგენელი მგონია, რასაც ეს კაცი აკეთებს

ძალიან მაინტერესებს, რა საფუძველი ჰქონდა ჯო უილსონს ამისთვის. არ ვიცი, წარმოუდგენელი მგონია, რასაც ეს კაცი აკეთებს, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „პალიტრანიუსის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ის „MEGOBARI აქტით“ დასასანქცირებელთა სიაშია.
სალიას თქმით, ეს „აბსურდი და სისულელეა“.
„ალბათ, იმათ უნდა მოჰკითხოთ, ვინც აქედან აგზავნის ამ სიებს, რაღაც თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ისიც უაპელაციოდ იმეორებს, აბსურდი და სისულელე“, – განაცხადა სალიამ.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით მას -ს ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია, სალიამ უპასუხა: „რატომ უნდა მქონოდა?“
„ვის, მე? რატომ უნდა მქონოდა? შეერთებულ შტატებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, განათლება მაქვს იქ მიღებული“, – განაცხადა სალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება