პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
თამაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 29:26 დასრულდა.
მატჩის შემდეგ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს და მწვრთნელს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მატჩს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.
ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.
Previous: საპატრიარქო დათა თავაძის სპექტაკლს ეხმიანება

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა