საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.
შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მ მოაწერა.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი არენაზე გამართულ გადამწყვეტ მატჩში დღეს საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
მატჩს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი მ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ესენი ის ადამიანები არიან, ვინც საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს, რეზოლუციაში ასახეს და ხელიც მოაწერეს. უცხო არ არის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება და დღესაც, უაპელაციოდ აცხადებენ, რომ საქართველომ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა

გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში – სამწუხაროა, რომ გაწვდილ მეგობრობის ხელს უკრაინა ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევს