ზურაბ ბატიაშვილი – აშშ არის საქართველოსა და ხალხის მეგობარი და არა რომელიმე პარტიის, აშშ ქვეყანას არ მიატოვებს რუსეთის პირისპირ, სენატში „MEGOBARI აქტის” დაჩქარებული წესით განხილვაც, სწორედ ამას ადასტურებს

შეერთებული შტატები არის საქართველოს და ხალხის მეგობარი და არა, რომელიმე პარტიის მეგობარი, საქართველოს არ დატოვებს და არ მიატოვებს , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა, “წინააღმდეგობის პლატფორმის” ფარგლებში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, შეხვედრაზე საქართველოში და მის გარშემო არსებული ვითარება მიმოიხილეს, განსაკუთრებით, “MEGOBARI აქტი” და მისი მნიშვნელობა.
“მიმოვიხილეთ საქართველოში და მის გარშემო არსებული ვითარება, ასევე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის “MEGOBARI აქტი”, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორიაში.
შეერთებული შტატები არის საქართველოს და ხალხის მეგობარი და არა, რომელიმე პარტიის მეგობარი, აშშ საქართველოს არ დატოვებს და მიატოვებს ს პირისპირ. ეს აქტი ამის ნიშანია, მისი დაჩქარებული წესით სენატში განხილვა, სწორედ ამას ადასტურებს. ეს აქტი ასევე მოიცავს იმას, რომ მას კონკრეტული განვითარება ექნება. ვფიქრობ, რომ სიაში შემავალი პირების რაოდენობა მალე გაიზრდება. თუ ახლა სიაში ხელმძღვანელი პირები არიან, შემდეგ შეიძლება მათი მოადგილეები და უფრო დაბალი თანამდებობის პირებიც მოხვდნენ”, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის