მივდივართ ვარაუდამდე, რომ იმედოვნებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას

მივდივართ ვარაუდამდე, რომ იმედოვნებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას
„MEGOBARI აქტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მაინც როგორ წარმოუდგენია აშშ-ს საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან საერთოდ ურთიერთობა, თუკი მისი პირველი პირები სანქციების ქვეშ ეყოლება?!“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსის მოსაზრებით, „მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ამ და სხვა აქტებით, ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, რომ უკვე მის ხელდასხმულ მთავრობასთან დაიწყოს ახალი ურთიერთობა, უფრო სწორად კი დაუბრუნოს ისინი იმ მდგომარეობას, რაც იყო 2004-2012 წწ, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიით შენიღბულ ტერორში ცხოვრობდა, ბოლოს კი ტერიტორიების 22% დაკარგა“.
„ამ ჩემს პოსტს შესაძლოა აშშ-ს საელჩოშიც გაეცნონ, ან ჩემმა ამერიკელმა ფბ-მეგობრებმა წაიკითხონ. ჩნდება კითხვა: MEGOBARI აქტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მაინც როგორ წარმოუდგენია აშშ-ს საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან საერთოდ ურთიერთობა, თუკი მისი პირველი პირები სანქციების ქვეშ ეყოლება?! გვინდა არ გვინდა მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ამ და სხვა აქტებით, ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, რომ უკვე მის ხელდასხმულ მთავრობასთან დაიწყოს ახალი ურთიერთობა, უფრო სწორად კი დაუბრუნოს ისინი იმ მდგომარეობას, რაც იყო 2004-2012 წწ, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიით შენიღბულ ტერორში ცხოვრობდა, ბოლოს კი ტერიტორიების 22% დაკარგა.“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს