გიორგი ბადრიძე – „MEGOBARI აქტი“ არის რეაქცია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ამ ხელისუფლების ქმედებებზე

„MEGOBARI აქტი“ არის რეაქცია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ამ ხელისუფლების ქმედებებზე, რომელიც ერთი მხრივ, პირდაპირ რუსულის მსგავს ძალაუფლების ვერტიკალს აშენებს და მეორე მხრივ, საკუთარ თავს იზოლაციაში იქცევს ჩვენი პარტნიორებისგან, – ამის შესახებ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გიორგი ბადრიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
„MEGOBARI აქტი“ არის რეაქცია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ამ ხელისუფლების ქმედებებზე, რომელიც ერთი მხრივ, პირდაპირ რუსულის მსგავს ძალაუფლების ვერტიკალს აშენებს და მეორე მხრივ, საკუთარ თავს იზოლაციაში იქცევს ჩვენი პარტნიორებისგან, მათთან დაპირისპირების, სულ მცირე მათთვის ზურგის შექცევის შედეგად. დღევანდელ შეხვედრაზე ზუსტად ეს განიხილებოდა.
ჩვენ ერთმანეთს შეხვედრაზე გავუზიარეთ აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვფიქრობთ დიპლომატები, რომლებიც 1992 წლიდან ვაშენებდით ურთიერთობებს -თან, ასევე, საქართველოს სხვა პარტნიორებთან და დღეს, ეს ურთიერთობები, სად არის”, – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ქართველ დიპლომატებს, ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი