CNN: Airbus-ის 100 თანამშრომელი საშობაო წვეულების შემდეგ მოიწამლა

ევროპული ავიაკონცერნის, Airbus-ის 100-მდე თანამშრომელი საშობაო წვეულების შემდეგ მოიწამლა. ამის შესახებ CNN იუწყება.

ინციდენტი საფრანგეთში მოხდა. საშობაო წვეულება 15 დეკემებრს გაიმართა და შემდეგ კომპანიის ბევრ თანამშრომელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო.

Airbus-ის წარმომადგენლის თქმით, საკვებით მოწამვლის შედეგად დაზარალებული ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ მალევე სამსახურში დაბრუნება შეძლეს.

კონკრეტულად რა საკვებით მოხდა მოწამვლა, კომპანია არ აკონკრეტებს.

Airbus Atlantic არის კონცერნის შვილობილი კომპანია და ის თვითმფრინავებისთვის სავარძლებს აწარმოებს. იქ 13 000 ადამიანია დასაქმებული. Airbus-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, საფრანგეთის შესაბამისი ორგანოები მომხდარის გამოძიებას ატარებენ.

ავიაკონცერნი აცხადებს, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ყველა საკითხში თანამშრომლობს, რადგანაც „თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა კომპანიის პრიორიტეტია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ