კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად რუსეთში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
„რუსეთი და ჩინეთი ურთიერთობებს თავიანთი ხალხების საკეთილდღეოდ ავითარებენ და არა სხვა ქვეყნების საწინააღმდეგოდ. მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცნობით რუსეთსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართება. ასევე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ლიდერები განიხილავენ „ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს“.
შეგახსენებთ, სი ძინპინი მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად გუშინ ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა