ასე ფარავდა სახეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ინსპექტორი შმაგი ჯაჭვაძე სასამართლოში.
ის დღეს გიორგი მინდაძის პროცესზე მოწმედ დაიკითხა. მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
დაკითხვის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ გაციებული იყო და პირბადეს ვერ მოიხსნიდა, ის მოწმის ტრიბუნასთანაც უკუსვლით დაბრუნდა, დაკითხვის დასრულების შემდეგ კი თავზე კაპიუშონი გადაიფარა და სხდომათა დარბაზი ასე დატოვა.