ლევან მაჭავარიანი: რაც მალე დაუბრუნდება ქალბატონი ზურაბიშვილი რეალურ სამყაროს მით უკეთესი მისთვის

„დღეს უკვე იგი [ ] თანამდებობას უკვე აღარ იკავებს, შესაბამისად, შეიძლება პოლიტიკურ ველზე ახალი „მოლიდერო“ პიროვნება გამოაჩინონ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული  ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „სახლობანას თამაშით“, თვითონვე იზიანებენ რეპუტაციას საკუთარ მომხრეებთან.

„რაც მალე დაუბრუნდება ქალბატონი ზურაბიშვილი რეალურ სამყაროს მით უკეთესი მისთვის. ჯერ საუბარი იყო რაღაც ქარტიაზე, მერე საუბარი იყო ალტერნატიული პარლამენტის შექმნაზე, არ ვიცი შექმნეს თუ არა და თავმჯდომარედ ვინ დანიშნეს, მერე რაღაც ალტერნატიულ მთავრობას აყალიბებდნენ, არ ვიცი პრემიერ-მინისტრად ვინ დანიშნეს. ახლა უკვე რაღაც ამდაგვარ ბუნდოვანებებზე არის საუბარი.

კი ბატონო, გააგრძელონ რაღაც ასეთი ტიპის სახლობანას თამაში, ამით თვითონვე იზიანებენ რეპუტაციას საკუთარ მომხრეებთან. ეს ყველაფერი არასერიოზული არის და მართლა ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ