თუ ევროპა მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია

თუ ევროპა მოახერხებს არსებითად „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები გაჯანსაღდება, მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან სანქციებს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ყველაზე მეტად აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი, მოქმედებენ „დიფ სთეითის“ კარნახით და ეს ყველაფერი სწორედ ამას უკავშირდება.
„ბალტიისპირეთის ქვეყნებს ყველაზე მეტად აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და ამ ყველაფერს უკავშირდება ის, რომ ისინი მთლიანად მოქმედებენ „დიფ სთეითის“ კარნახით. შესაბამისად, სამწუხაროდ, ყველაზე აქტიურად სწორედ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის, იმიტომ, რომ განსაკუთრებული სენტიმენტები გვაქვს, როგორც ესტონელი, ასევე ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ. ჩვენთვის დასანანია, სამწუხაროა და სწორედ ამიტომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკასთან. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვისკენ მათი მხრიდან ნაბიჯის გადადგმას, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ვართ მოლოდინის რეჟიმში. ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან პრაგმატული ნაბიჯების იმედი გვაქვს. დღეს, ევროპული ბიუროკრატია არის, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ, ეს გავლენა არის არსებითი. თუ ევროპაც მოახერხებს არსებითად „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები გაჯანსაღდება. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია