ადვოკატის განცხადებით, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში გასაჩივრდება

გიორგი ჩიკვაიძისა და მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში გასაჩივრდება.
ადვოკატ თემურ ადონიას თქმით, სისხლის სამართლის განაჩენი სამოქალაქო საქმეზე დადგა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია.
“მოცემული საქმე სამოქალაქო საქმეს წარმოადგენდა, რისი მტკიცებებიც დაცვის მხარემ წარადგინა.
ჩვენი პოზიცია დასაბუთებული იყო. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი არ არის. ჩვენ მას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. შემდგომ თუ კანონის შესაბამისად დაგვჭირდება – სტრასბურგის სასამართლოშიც“, – განაცხადა თემურ ადონიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ “რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი – 8 წლით.
გამოძიება კომპანია “ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე – კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო.