აშშ-ის სენატმა MEGOBARI აქტი განსახილველად მიიღო

სენატმა (ზედა პალატამ) MEGOBARI აქტი განსახილველად მიიღო – ინფორმაცას ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
“MEGOBARI აქტი სენატში შევიდა. ორი განხილვა. განთავსდა სენატის საკანონმდებლო კალენდარში მთავარი რეგლამენტის შესაბამისად. კალენდარი #70. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც საქართველოს ირანელი ტერორისტების, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ომის დამნაშავე პუტინისკენ უბიძგებს. ამბობს კანონპროექტის ავტორი ჯო უილსონი. “მეგობარი აქტის მიღება, 90%-იანი მანდატით აჩვენებს ამერიკის მხარდაჭერას კანონიერი პრეზიდენტის სა და ქართველი ხალხის მიმართ და ტირანული მაფიოზური მონების უარყოფას, რომლებიც საქართველოს დიქტატორებზე ჰყიდიან. ქართული ოცნება შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტ ტრამპს. წინსვლის ერთადერთი გზა – სამართლიანი და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.”

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომის საჯაროობა დაცულია, გაშუქების საკითხზე გადაწყვეტილებას კი თავად არ იღებს