ფრიდრიხ მერცი – ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელისეის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ფრიდრიხ მერცმა და ემანუელ მაკრონმა გერმანიასა და საფრანგეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.
„თავდაცვის სფეროში ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. პარიზისა და ბერლინის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული უნდა გახდეს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება უკრაინისთვისაც სასარგებლო იქნება.
ს შეუძლია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.