ნიკოლას მადუროს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ვლადიმერ პუტინმა ვენესუელელ კოლეგას, ნიკოლას მადუროს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი მეგობარი უგო ჩავესი ძალიან კარგად გვახსოვს. ის ბრწყინვალე ლიდერი იყო არა მხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ლათინური ამერიკისთვის. თქვენ ახლა მის საქმიანობას აგრძელებთ და ჩვენ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ნიკოლას მადურომ აღნიშნა, რომ ვენესუელისა და რუსეთის მეგობრობამ დროის გამოცდას გაუძლო.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, დღეს, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლას მადურო რუსეთსა და ვენესუელას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ