“ყველას მოვუწოდებ, რომ სამიზნე გაასწორონ, ნუ გახდებიან ოპოზიციის ოპოზიცია” – ოპოზიციური პარტიები “ლელოს” აკრიტიკებენ

ოპოზიციური პარტიები “ლელოს” აკრიტიკებენ. პოლიტიკური პარტიების გაღიზიანება “ლელოს” ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც პარტიის დამფუძნებელმა, მ თქვა, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი ალტერნატივა “ლელოა.” ხაზარაძის განცხადებას იზიარებენ მისი თანაგუნდელებიც და მის პოზიციას განავრცობენ.
“ლელო” ნამდვილად მიჩნევს, რომ ის არის შინაარსობრივად განსხვავებული პოლიტიკური ალტერნატივა. პოლარიზების შენარჩუნებაში დაინტერესებულია მხოლოდ 2 ძალა – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს, როდესაც რიგი პოლიტიკური პარტიები უერთდებიან “ნაციონალურ მოძრაობას”, ამით მხოლოდ პოლარიზებას უწყობენ ხელს,” – აღნიშნა “ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემ.
თავის მხრივ, ოპოზიციონერი კოლეგები “ლელოს” ურჩევენ, პოლიტიკური ვექტორი გაასწოროს და “ქართული ოცნების”კრიტიკით დაკავდეს.
“ყველას მოვუწოდებ, რომ სამიზნე გაასწორონ. არ უნდა დადგეს რიგში და ლანძღოს “ნაციონალური მოძრობა”. ნუ გახდებიან ოპოზიციის ოპოზიცია. მთავარი არის ჩვენი ამომრჩეველი, მათი ინტერესები და ის პერსპექტივა, რომელი ევროკავშირის კუთხით გვაქვს,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ.
რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებელს”, პაატა მანგალაძის თქმით, მსგავსი შეფასებები – “ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები და კარგები” ბევრი უნახავს, თუმცა საბოლოოდ, ასეთი პარტიები ბარიერსაც ვერ ლახავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება