დიმიტრი პესკოვი – 9 მაისთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის ინიციატივა ძალაში რჩება

9 მაისთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის ინიციატივა ძალაში რჩება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დიახ, რუსული მხარის, პრეზიდენტ პუტინის ინიციატივა ძალაში რჩება“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, 9 მაისს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რუსეთის სპეცსამსახურები ყველა საჭირო ზომას იღებენ.
„ჩვენი სპეცსამსახურები და სამხედროები ყველა საჭირო ზომას იღებენ იმისთვის, რომ გამარჯვების დღე მშვიდ, სტაბილურ და მშვიდობიან ატმოსფეროში აღინიშნოს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა