მწერლები და გამომცემლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ თბილისში, 9 მაისს, რიყის პარკში და ევროპის მოედანზე „ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად“ გავიდნენ

მწერლები და გამომცემლები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ თბილისში, 9 მაისს, 19:00 საათზე, რიყის პარკში და ევროპის მოედანზე „ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად” გავიდნენ.
როგორც ისინი აცხადებენ, „ქართული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია, ღირებულებების დაცვა კი ქვეყნის დაცვას ნიშნავს”.
„ევროპა ჩვენთვის არის თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა.
ევროპა ჩვენთვის ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვას, მრავალფეროვნების, უმცირესობების პატივისცემას, გამოხატვის თავისუფლებას.
ევროპა ჩვენთვის ნიშნავს განათლებისა და დასაქმების თანასწორ და ღირსეულ შესაძლებლობებს, მაღალი ხარისხის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემას, ღირსეულ პენსიას.
ევროპა ჩვენთვის ნიშნავს სამართლიან სასამართლოს. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი განვითარებისა და წინსვლის უდიდესი მხარდამჭერია.
ევროპა არის კულტურული სივრცე, რომელსაც საქართველო მუდამ ეკუთვნოდა. ქართული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია, ღირებულებების დაცვა კი ქვეყნის დაცვას ნიშნავს.
9 მაისი ევროპის დღეა. მოდით 9 მაისს, 7 საათზე, რიყეზე, ევროპის მოედანზე; ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად.
ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!”, – აცხადებენ მწერლები და გამომცემლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება