ფრიდრიხ მერცი საფრანგეთს ეწვია

გერმანიის ახლად არჩეული კანცლერი, ფრიდრიხ მერცი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანცლერი საფრანგეთის შემდეგ პოლონეთს ეწვევა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოებისა და მიგრაციის პოლიტიკას შეეხება.
შეგახსენებთ, ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი გუშინ აირჩია. მერცის კანდიდატურას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 289-მ მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

საკანონმდებლო ცვლილებებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლებამოსილი ორგანოებიდან საგადასახადო საიდუმლოების და პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა შეეძლება