ბაქოს სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, შინაპატიმრობაში გაეშვათ მოშიმშილე ოპოზიციონერი თოფიგ იაგუბლუ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც 36-დღიანი შიმშილობის შედეგად მნიშვნელოვნად დამძიმდა. პოლიტიკოსის ადვოკატმა და თანამოაზრეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.
გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 5 მაისს, შიმშილობის 35-ე დღეს, თოფიგ იაგუბლუ ეტლით მიიყვანეს ოჯახის წევრებთან შესახვედრად, რომელთა ცნობითაც, მას უკვე უჭირს მეტყველება, და მხედველობაც მნიშვნელოვნად დაკარგა, თუმცა ექიმს მასთან არ უშვებენ.




