Fitch Ratings-მა ტერაბანკის B+ საკრედიტო რეიტინგი დაადასტურა და მისი განვითარების პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა. სააგენტომ ბანკის პერსპექტივა სტაბილურად განსაზღვრა და რეიტინგის მინიჭების კრიტერიუმად შემდეგი მაჩვენებლები გაითვალისწინა: საკრედიტო პორტფელის ზრდა, მომგებიანობა და კაპიტალიზაცია.
შეფასება ამავდროულად ეფუძნება ბანკის სტრატეგიულ მიმართულებასაც, კერძოდ, MSME სეგმენტის დაკრედიტებას, რომელიც ტერაბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში ბაზარზე მნიშვნელოვან წილს იკავებს.
Fitch Ratings საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციად ითვლება საკრედიტო შეფასებების სფეროში და მისი რეიტინგები მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია