ორი ადამიანი დაიღუპა კიევზე დრონებით შეტევის შედეგად

ს მერი ვიტალი კლიჩკო იტყობინება, რომ ორი ადამიანი დაიღუპა უკრაინის დედაქალაქზე რუსული დრონებით იერიშის შედეგად, მისი სიტყვებით მსხვერპლი გამოიწვია ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენამ.
კლიჩკოს თანახმად, დაშავებულია რვა ადამიანი, რომელთაგან ოთხი – ერთ ქალი და სამი ბავშვი ჰოსპიტალიზებულია.
ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი იტყობინება ქალაქზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანის შესახებ.
თავის მხრივ, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ჩამოგდებული უკრაინული დრონების შესახებ იუწყება. სამშაბათს საღამოდან მოყოლებული ოთხშაბათ დილის მდგომარეობით, სობიანინი 17 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
როსავიაციამ ჯერ გაავრცელა ცნობა ვნუკოვოსა და შერემეტევოს აეროპორტების გახსნის და რამდენიმე წუთში კი კაზანისა და შერემეტევოს აეროპორტების დახურვის შესახებ.
დრონებით თავდასხმის შესახებ ცნობებს ავრცელებენ ს ტულისა და სარანსკის ოლქების ხელმძღვანელები . დაშავებულების შესახებ ცნოებბი ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე