პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან უწყვეტი პროტესტის 160-ე დღე მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა , რომლებიც რუსთაველის გამზირზე თითქმის 5 თვეა იკრიბებიან, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, პოლიციამ გამზირის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
პარლამენტთან შეკრებილებს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარში შეუერთდება.
პროტესტის მონაწილეების უცვლელი მოთხოვნებია: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად კვარაცხელია: 19 წლის მარო მაყაშვილის შეგნებული სიცოცხლე განსაზღვრავს დამოუკიდებელი საქართველოს უკვდავების იდეას, ისევე როგორც 28 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილის, 41 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილის…