საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ IBSU-ს „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერების“ სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა

საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ (ASIIN), IBSU-ს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამას „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან.
ამასთან, აღნიშნულია, რომ პარტნიორი უნივერსიტეტებია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ყაზახურ-ამერიკული თავისუფალი უნივერსიტეტი (KAFU), სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE), და ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი (INAI.KG).

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩალაძე – პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილსა და მის ადვოკატს შორის კონფიდენციალურობის დარღვევას შეეცადა – ასეთი წესები მხოლოდ გულაგის დროს მახსენდება – სავარაუდოდ, ფარული მოსმენა ხდება სააკაშვილის ოთახში