ბუნდესტაგმა ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერად აირჩია.
დღეს, 6 მაისს, განმეორებით ჩატარებულ კენჭისყრაზე კანცლერის თანამდებობაზე მერცის დანიშვნას მხარი 325 დეპუტატმა დაუჭირა.
მერცს კანცლერად არჩევისთვის მინიმუმ 316 ხმა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მერცის კონსერვატიულ ბლოკი და მისი კოალიციური პარტნიორი ცენტრისტულ-მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) ბუნდესტაგში ჯამში 328 ხმას აკონტროლებენ, დღეს გამართულ პირველ კენჭისყრაზე მერცის კანდიდატურა ჩავარდა, რადგან მას მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა.
განმეორებითი კენჭისყრისას კი მერცმა ოდნავ მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე კანცლერად არჩევისთვის სჭირდებოდა.
