დღეს უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 205 ჯარისკაცი დააბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, 6 მაისს რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდა 205 უკრაინელი სამხედრო. ისინი სხვადასხვა რეგიონის ციხეებში ჰყავდათ გადანაწილებული, სპეციალურად იმ სისტემაში, რომლის მიზანიც იყო “ზიზღით და ტანჯვით ადამიანის ღირსების მოსპობა”.
ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან როგორც მარიუპოლის, ისე ფრონტის სხვა მონაკვეთების დამცველები, „ახალგაზრდა ბიჭები და ზრდასრული კაცები, თითქმის ყველა სახეობის და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები“.