საქართველოში უახლოეს დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის თანახმად 15 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ტემპერატურა +7+23 გრადუსის ფარგლებში იქნება. 16 ნოემბერს მოსალოდნელია ზოგან წვიმა, ქარის სიჩქარე დღის განმავლობაში 17-22მ/წმ-მდე მოიმატებს. ტემპერატურა +5+22 გრადუსი იქნება. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს 17 ნოემბერს და +7+14 გრადუსის ფარგლებში იქნება. იწვიმებს უმეტეს რაიონში. ქარის სიჩქარე კი 20-25მ/წმ-მდე გაძლიერდება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს 15 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი , ტემპერატურა +7+23 გრადუსი იქნება, 16 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა. ტემპერატურა +10+20 გრადუსის ფარგლებში იქნება. ძლიერი წვიმა და ტემპერატურის +7+15 გრადუსამდე კლებაა მოსალოდნელი 17 ნოემბერს დასავლეთ საქართველოშიც.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 15 ნოემბერი უნალექოდ ჩაივლის ტემპერატურა +9+21 გრადუსი იქნება. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება 18 ნოემბერს, ტემპერატურა +10+18 გრადუსის ფარგლებში. მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 17-22მ/წმ-მდე. რაც შეეხება 17 დეკემბერს ტემპერატურა +9+12 გრადუსამდე დაიკლებს. ღამით მოსალოდნელია წვიმა, დღე კი უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ძლიერი ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით.