დონალდ ტრამპი და მარკ კარნი თეთრ სახლში შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტი, კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის თეთრ სახლში შეხვდება.
დასავლური მედია წერს, რომ შეხვედრა -სა და კანადას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე იმართება, რაც გამოწვეულია აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფებით და დონალდ ტრამპის მუქარით, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდება.
კანადის პრემიერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში „რთული, მაგრამ კონსტრუქციული დისკუსიების მოლოდინით“ მიემგზავრებოდა.
ერთი კვირის წინ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს კანადის დანგრევა სურს იმისთვის, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის მისაკუთრება შეძლოს. „ეს არასდროს, არასდროს მოხდება“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.