სალომე ზურაბიშვილი – წარმომადგენელთა პალატამ დროულად მიიღო „MEGOBARI აქტი“ – გვჯერა, მალე აღვადგენთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დროულად მიიღო „MEGOBARI აქტი“ და ამით გამოხატა მხარდაჭერა და მეგობრობა ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მადლობას გიხდით კონგრესმენო ჯო უილსონ და კონგრესმენო ბრაიან მასტ მკაფიო გზავნილებისა და მტკიცე პოზიციისთვის. გვჯერა, რომ ერთად მალე აღვადგენთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ -ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, სახელწოდებით – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI), რომელიც ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვს, სანქციები დაუწესოს გარკვეულ პირებს, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს უსაფრთხოებას ან სტაბილურობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა